ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს.
"ერთი კვირის შემდეგ, ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქცია გავრცელდება. შეზღუდვები დაწესდება [რუსეთიდან] ვიზის მფლობელებზე, მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ."- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, აეკრძალათ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტურისტული ვიზების გაცემა.